ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ემანუელ მაკრონი ისრაელში 24 ოქტომბერს ჩავა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ელისეს სასახლეში გამართული ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, 2023 წლის 28 აგვისტო.
TERESA SUAREZ/Pool via REUTERS

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელს 24 ოქტომბერს ეწვევა და თელ-ავივში ისრაელის პრემიერმინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. ინფორმაციას მაკრონის ოფიციალური ვიზიტის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. 

ისრაელის ცნობით, 7 ოქტომბერს ჰამასის ტერორისტების თავდასხმისას გარდაცვლილებს  შორის 30 საფრანგეთის მოქალაქეა. გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად დაკარგულად და სავარაუდოდ გატაცებულად ითვლება საფრანგეთის 7 მოქალაქე, თუმცა ჯერჯერობით ინფორმაცია ტყვეების ვინაობის და მოქალაქეობის შესახებ დადასტურებული არ არის. მხოლოდ ერთი ქალის ტყვეობაში ყოფნაა დადასტურებული ჰამასის მიერ, რომელსაც საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს. 

ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელში უკვე შეხვდნენ აშშ-ს, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და იტალიის პირველი პირები. 22 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ისრაელი-ჰამასის ომის შესახებ სატელეფონო საუბარი ჰქონდა ემანუელ მაკრონთან და კანადის პრემიერმინისტრთან ჯასტინ ტრუდოსთან. 

კომენტარები