საფრანგეთი

მაკრონის თქმით, ისრაელში მაშინ ჩავა, როდესაც კონკრეტული სამოქმედო გეგმები იარსებებს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ელისეს სასახლეში გამართული ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, 2023 წლის 28 აგვისტო.
TERESA SUAREZ/Pool via REUTERS

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტირანაში ოფიციალური ვიზიტისას პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მას სურს ისრაელში ჩასვლა მაშინ, როდესაც კონკრეტული სამოქმედო გეგმები იქნება დასახული. მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში ის შესაძლოა უახლოეს დღეებში ან უახლოეს კვირებში ჩავიდეს. 

მაკრონის თქმით, საჭიროა, რომ ისრაელის ომის შესახებ დაისახოს კონკრეტული გეგმები და ნაბიჯები. აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელს 18 ოქტომბერს ეწვევა. 

"მე ვაგრძელებ კონსულტაციებს, მსჯელობებს, მაგრამ ჩემის მხრივ, მე მსურს იქ ჩასვლა მაშინ, როდესაც იქ კონკრეტული შეთანხმების მიღწევა იქნება შესაძლებელი და დაისმევა ჰუმანიტარული საკითხებიც" - თქვა ემანუელ მაკრონმა ალბანეთში ვიზიტისას. 

კომენტარები