წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ დავწერეთ ისეთი კონსტიტუცია, რომელიც შეიძლება შემთხვევით შემოგერღვეს, რომც არ გინდოდეს, იმიტომ რომ სადღაც შეიძლება ვიღაცას დაურეკო, მოიკითხო, ჩახვიდე და უცბად აღმოჩნდეს, რომ კონსტიტუცია დაარღვიე. მე კონსტიტუციას ეგრე არ ვკითხულობ, როგორც წაიკითხა საკონსტიტუციო სასამართლომ. ჩემი აზრით, კონსტიტუცია იკითხება ერთობლიობაში და არა ერთი პუნქტი ცალკე ამოგლეჯილი. ქართულ ოცნებას უბრალოდ უნდოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი გადმოეგდო ოპოზიციის მხარეს და გამიჯვნოდა მას მაქსიმალურად, რითაც ეს შეიძლებოდა. ამიტომ გაემიჯნა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით და ახლა უნდა ქართველი ხალხი დაარწმუნონ იმაში, რომ ქალბატონი სალომე სხვა არის, ქართული ოცნება სხვა არის და თუ არ მოგწონთ ქართული ოცნება, ხმა მიეცით ქალბატონ სალომეს, რითაც ხმები ისევ დაბრუნდება ქართული ოცნების ყულაბაში.
სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი
ხვიჩია: ოცნებას უნდა ხალხი დაარწმუნოს, რომ ზურაბიშვილი სხვაა და თავად სხვები არიან
tbl.ge/6kg6
დაკოპირდა

გამოეხმაურა დეპუტატი, პარტია გირჩის წევრი, იაგო ხვიჩია, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საქმეს, საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში.
ამავე თემაზე
- სამადაშვილი: ყველა მოსამართლე, ვინც კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, თავადვეა დამრღვევი
- კობახიძე იმპიჩმენტზე: ვმუშაობთ და დაელოდეთ დასკვნას, დღეს იქნება გადაწყვეტილება
- წულუკიანი პრეზიდენტზე: ამ ასაკის, თავს უფლებას აძლევს ახალგაზრდა მთავრობას დაუპირისპირდეს
- ევა გოცირიძე მაია კოპალეიშვილს: ნამეტანი არ მოგივიდეთ
- ბაჩიაშვილი: ყირიმის პლატფორმაში მონაწილეობისთვის პრეზიდენტმა მიმართა მთავრობას, მიიღო უარი