ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჟვანია: აირზენა შეწყვეტს პირდაპირ ფრენებს თელ-ავივიდან, დაამატებს ლარნაკას მიმართულებით

ჩვენ კავშირზე ვართ ჩვენს მოქალაქეებთან, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საელჩოში და რომელთა ტელეფონის ნომრებიც გვაქვს. ყველასთან განხორციელდა გუშინ სატელეფონო ზარი და პრაქტიკულად ყველა მათგანი არის ჩვენი კონტროლის ქვეშ. გავრცელდა ასევე არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი იკეტება. არ შეესაბამება ეს სიმართლეს. ერთადერთი, რა სიახლეც გვაქვს არის ის, რომ კომპანია Georgian Airways შეწყვეტს პირდაპირი რეისების განხორციელებას. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მას გადააქვს ავიარეისები ლარნაკა-თბილისის მიმართულებით, დამატებით ავიარეისებს ახორციელებს, ხოლო თელ-ავივი-ლარნაკის მიმართულებით რეისები ხორციელდება. გარდა ამისა, ყოველდღიურად ElAl, ისევე, როგორც IsrAir და Arkia ახორციელებენ თბილისის და ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს. ასე რომ, ისრაელიდან საქართველოში გამგზავრების მსურველებს აქვთ ეს ალტერნატივები. 

ბოლო ორი კვირის მანძილზე 11 ათასზე მეტი ადამიანი გამოემგზავრა ისრაელიდან საქართველოში თბილისის, ქუთაისის და ბათუმის მიმართულებით, პირდაპირი და ასევე არაპირდაპირი ავიარეისებით, გადაჯდომით გამოემგზავრა ბევრი. ჩვენ გვაქვს მოთხოვნა, ჩვენს სოციალურ ქსელსაც ვადევნებთ თვალყურს, თუ ვინმე 4 ცხელ ხაზზე ვერ ახერხებს დაკავშირებას, სოციალური ქსელით ვიგებთ მათგან, რომ რამე სჭირდებათ. დღეს მოხდა ასეთი კავშირი ერთ-ერთ ახალგაზრდა დედასთან, რომელიც სამი შვილით იმყოფება ისრაელში. ჩვენ დავეხმარეთ მას და შეიძინა პირდაპირი ავიაბილეთი და საქართველოში გამოემგზავრება. არის ასეთი ცალკეული შემთხვევები. მთავარი არის, რომ ინფორმაცია გავრცელდეს სწორი. როდესაც არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, შემდეგ იწყება ნერვიულობა ჩვენს მოქალაქეებშიც, რომლებიც ისრაელის სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ. 

ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით არსებულ პირდაპირ და არაპირდაპირ ფრენებზე ელჩმა ლაშა ჟვანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები