ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე ჰამასის პრესსპიკერი ჰასან იუსეფი დააპატიმრა

Majdi Mohammed/AP/File

ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა, შინ ბეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასავლეთ სანაპიროზე ჰამასის პრესსპიკერი, ჰასან იუსეფი დააკავეს. შინ ბეთის წარმომადგენელმა CNN-ის ჟურნალისტს უთხრა, რომ უსეფი ჰამასის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებული ჰასან იუსეფი დასავლეთ სანაპიროში ჰამასის ოფიციალური პრესსპიკერია და ამავდროულად, პალესტინის საკანონმდებლო საბჭოს წევრია. ის ადრე სხვადასხვა ბრალდებებით რამდენჯერმე ყოფილა დაკავებული ისრაელის ტერიტორიაზე და ჯამში 24 წელი ისრაელის ციხეში აქვს გატარებული.

ჰასან იუსეფი პერიოდულად საერთაშორისო მედიაში ჩნდება და ჰამასის პოზიციებს აჟღერებს. რამდენიმე დღის წინ იუსეფი კანადურ გამოცემას The Globe and Mail-ს ესაუბრა, სადაც თქვა, რომ ჰამასი 200 მძევლის გათავისუფლებას დასთანხმდება, თუ ისრაელი ცეცხლის 24 საათიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას მიიღებს. 

კომენტარები