ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF-მა ღაზის სახალხო წინააღმდეგობის კომიტეტების სამხედრო შტოს ლიდერი მოკლა

ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო ღაზის სექტორის საზღვართან, 2023 წლის 14 ოქტომბერი.
AP Photo/Ariel Schalit

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ საჰაერო თავდასხმას ღაზის სახალხო წინააღმდეგობის კომიტეტების სამხედრო შტოს უფროსი, რაფატ აბუ ჰილალი ემსხვერპლა. ისრაელის ცნობით, მოიერიშე თვითმფრინავებმა თავდასხმა განახორციელეს რაფაში, ღაზის სექტორის სამხრეთში.

ინფორმაცია რაფატ აბუ ჰილალის სიკვდილის შესახებ ისრაელის შიდა დაზვერვამ, შინ ბეთმა გაავრცელა. 

ღაზის სექტორში სახალხო წინააღმდეგობის კომიტეტები მესამე დიდი ტერორისტული დაჯგუფებაა, ჰამასის და პალესტინის ისლამური ჯიჰადის შემდეგ. 

უკანასკნელ 24 საათში ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასობით სტრატეგიულ წერტილზე მიიტანეს იერიში, მათ შორის ჰამასის ანტისატანკო სისტემების გამშვებ პუნქტებზე, სადაზვერვო ინფრასტრუქტურაზე და სხვადასხვა სამეთაურო ცენტრებზე.

კომენტარები