საქართველოს მთავრობა

პრემიერი: უკრაინა, ახლა ისრაელი... მშვიდობის შენარჩუნებაზე უნდა მივმართოთ ყურადღება

დღეს ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ხედავთ, რა ხდება ირგვლივ მსოფლიოში, ურთულესი მდგომარეობაა, უკრაინა, ახლა ისრაელი, ისრაელში მიმდინარე მოვლენები არის ძალიან  შემაწუხებელი და ძალიან, ასე ვთქვათ, რთული გამოწვევა, არა მხოლოდ იმ რეგიონისთვის, არამედ ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის ექნება ამას დიდი გავლენა. 

ასე რომ, ჩვენ მთავარი ყურადღება უნდა მივმართოთ ჩვენი ქვეყნის აი, ამ მშვიდობის შენარჩუნებაზე, სტაბილურობის განმტკიცებაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, კეთილდღეობაზე, ეს სჭირდება ჩვენს ხალხს.

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები