პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ბუჩუკური იმპიჩმენტზე: პატივს ვცემთ პრეზიდენტის ინსტიტუტს, ჩვენი გუნდი არ შევა დარბაზში

ჩვენი გუნდის პოზიცია მუდმივად იყო და მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ამ ისტორიულ მომენტში რაც შეიძლება მეტი წინააღმდეგ ხმა ანუ წითელი ღილაკის დაფიქსირება არის მნიშვნელოვანი. ზუსტად ამიტომ არ ვარ მე პირადად დარწმუნებული, რომ პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება სწორია, მაგრამ პატივს ვცემთ რა პრეზიდენტის ინსტიტუტს, ვითვალისწინებთ მის ამ თხოვნას და ამიტომ დარბაზში არ შევალთ. ვაპირებდით, მაგრამ თხოვნის გათვალისწინებით, ჩვენი გუნდი არ შევა დარბაზში.

პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური ეხმიანება სალომე ზურაბიშვილის რჩევას, პარლამენტში იმპიჩმენტის კენჭისყრისას ოპოზიციის წარმომადგენლები "გარეთ დადგნენ".

კომენტარები