პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ნაცვლიშვილი: ბევრს დაგვრჩა იმის დანაკლისი, რომ ივანიშვილი გამოსვლაში ნახსენები არ იყო

ეს არის, ალბათ, ის ნაწილი, რომელზეც ყველას ჰქონდა მეტი მოლოდინი იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ ამ თამაშების, მათ შორის კულუარული თამაშების, მთავარი რეჟისორი არის კრემლი და ამ რეჟისურის მესიჯის მთავარი გამტარი და ორგანიზატორი, რომ სწორედ მიადევნოს თვალი, ყველაფერი ხომ ზედმიწევნით კარგად სრულდება, არის ივანიშვილი.

ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს დანაკლისი ბევრს დაგვრჩა, რომ [პრეზიდენტის] არცერთ გამოსვლაში, თუ არ ვცდები ტვ პირველთან ინტერვიუს გარდა, არ არის ნახსენები [ივანიშვილი]. მე მგონი, დღეს საპარლამენტო ტრიბუნა ნამდვილად იმსახურებდა ამ სიცხადეს.

ამბობს ლელოს დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლაზე. პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ შედგა.

კომენტარები