პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ბოკუჩავა: ჩვენი ფრაქცია იმპიჩმენტის პროცედურისას პლენარულ სხდომათა დარბაზში არ იქნება

ცირკი, რომელიც ივანიშვილმა მოაწყო იმპიჩმენტის სახით, აზიანებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში აზიანებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. ივანიშვილის რეჟიმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიზანმიმართულად მოახდინოს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟირება.

ჩვენი ფრაქცია იმპიჩმენტის პროცედურის პარლამენტში მიმდინარეობისას არ იქნება პლენარულ სხდომათა დარბაზში და სხვა ოპოზიციონერებსაც მოვუწოდებდით, იგივე გააკეთონ იმისთვის, რომ ოცნებას შეეზღუდოს მანიპულაციის სივრცე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. 

კომენტარები