ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 16 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 16 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის და წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ატენის ქუჩის მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის II, IV, VI მიკრორაიონების, შეშელიძის, ხიზანიშვილის, ვეკუას, ვასაძის, ხერგიანის და მამკოდის ქუჩების   მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის II, IV მიკრორაიონების, შეშელიძის, ხიზანიშვილის, ვეკუას და ვასაძის ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის, სუხიშვილის, შტენბერგის, კუპრაძის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა და ალექსიძის ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, პილსუდსკის და პატარიძის ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და მაყაშვილის ქუჩის მოსახლეობას.   

ჩუღურეთის რაიონის

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ) და წინამძღვრიშვილის ქუჩის მოსახლეობას.   

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები