ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ლონდონში ისრაელის საწინააღმდეგო აქციაზე ათასობით ადამიანი გავიდა

წყარო: THE TIMES OF ISRAEL

ათასობით ადამიანი შეურთდა ლონდონში ისრაელის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციას, მას შემდეგ, რაც პოლიციამ საზოგადოება გააფრთხილა, რომ ჰამასის ნებისმიერი მხარდამჭერი, შესაძლოა, დააკავონ.

"ვფიქრობ, არა მხოლოდ ბრიტანეთი, არამედ ყოველი ადამიანი მსოფლიოს გარშემო, უნდა გაერთიანდეს და დაასრულოს ეს სიგიჟე". - თქვა ერთ-ერთმა აქტივისტმა, ალ-აქსას მეგობრების კამპანიის თავმჯდომარემ ისმაილ პატელმა.

დიდ ბრიტანეთში ასევე აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა ანტისემიტური ინცინდენტები და დანაშაულები. ამას გარდა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში დააკავეს 22 წლის ქალი, რომელიც ჰამასის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდა.

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ განმარტა, რომ პალესტინის მხარდაჭერის ზოგადი გამოხატვა, მათ შორის პალესტინის დროშის გაშლა, არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ ასევე დასძინა, რომ ჰამასის მხარდაჭერა დანაშაულია. 

მრავალ დასავლურ ქალაქში ისრაელის საწინააღმდეგო გამოსვლები იქამდე გაიმართა, სანამ ისრაელი ჯერ კიდევ ითვლიდა ცხედრებს და ქვეყნის სამხრეთით თავდასხმების მოგერიებას ცდილობდა.

კომენტარები