ჯეიდა პინკეტ სმიტი

ჯეიდა პინკეტ სმიტის თქმით, რამდენიმე წლის წინ კრის როკმა პაემანზე დაპატიჟა

ჯეიდა პინკეტ სმიტი, კრის როკი და უილ სმიტი
Frank Micelotta/Getty Images

ჯეიდა პინკეტ სმიტი გამოცემა People-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ კრის როკმა წარსულში პაემანზე წასვლა შესთავაზა. მსახიობის თქმით კომიკოსმა ტელეფონზე დაურეკა, იმ პერიოდში პინკეტ სმიტი და უილ სმიტზე უკვე დაქორწინებულები იყვნენ.

"ბოლო წლებში თითქმის ყოველ ზაფხულს მედიაში იწერებოდა ჩემი და უილის დაშორების შესახებ. ერთ-ერთ ასეთ ზაფხულს მოულოდნელად კრის როკმა დამირეკა. მითხრა "მინდა პაემანზე წაგიყვანო", მე ვკითხე "რას გულისხმობ"?, მან მიპასუხა "შენ და უილი, ხომ განქორწინებას აპირებთ"? მე ვუთხარი, რომ არა, მან ბოდიში მოიხადა და ამით ყველაფერი დასრულდა". – ამბობს მსახიობი.

ცოტა ხნით ადრე პინკეტ სმიტის მომავალი გადაცემის ტრეილერი გამოვიდა, რომელშიც მსახიობმა თქვა, რომ უილ სმიტთან 2016 წლიდან დაშორებულია.

პინკეტი და სმიტი 1997 წელს დაქორწინდნენ. მათ ორი საერთო შვილი ჯეიდენი და უილოუ ჰყავთ. 

2020 წელს მომღერალმა ოგუსტ ალსინა თქვა, რომ პინკეტ სმიტთან რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა. მოგვიანებით ამბავი თავად მსახიობმა თავის ქმარს შოუ Red Table Talk-ში დაუდასტურა.

2022 წელს ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე უილ სმიტმა ჯეიდა პინკეტ სმიტის შეურაცხყოფის გამო კომიკოს კრის როკს სილა გაარტყა.

გადაცემა, რომლის ტრეილერი NBC-ის გამოაქვეყნა 13 ოქტომბერს გამოვა, ასევე 17 ოქტომბრიდან წიგნების მაღაზიების დახლებზე ჯეიდა პინკეტ სმიტის ბიოგრაფია Worthy გაიყიდება.

კომენტარები