ჰოლივუდი

ჯეიდა პინკეტ სმიტის თქმით, ის და უილ სმიტი 2016 წლიდან დაშორებულები არიან

ჯადა პინკეტ-სმიტი და უილ სმიტი

ჯეიდა პინკეტ სმიტის თქმით, ის და უილ სმიტი 2016 წლიდან დაშორებულები არიან, თუმცა წყვილი ოფიციალურად დღემდე არ განქორწინებულა. ახალი ამბავი NBC-ის მომავალი გადაცემის ტრეილერიდან გავრცელდა.

კლიპში მსახიობი ამბობს, რომ წყვილი დღემდე "არკვევს ურთიერთობას და ცდილობს შეინარჩუნოს პარტნიორობა". 

პინკეტი და სმიტი 1997 წელს დაქორწინდნენ. მათ ორი საერთო შვილი ჯეიდენი და უილოუ ჰყავთ. 

2020 წელს მომღერალმა ოგუსტ ალსინა თქვა, რომ პინკეტ სმიტთან რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა. მოგვიანებით ამბავი თავად მსახიობმა თავის ქმარს შოუ Red Table Talk-ში დაუდასტურა.

2022 წელს ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე უილ სმიტმა ჯეიდა პინკეტ სმიტის შეურაცხყოფის გამო კომიკოს კრის როკს სილა გაარტყა.

გადაცემა, რომლის ტრეილერი NBC-ის გამოაქვეყნა 13 ოქტომბერს გამოვა, ასევე 17 ოქტომბრიდან წიგნების მაღაზიების დახლებზე ჯეიდა პინკეტ სმიტის ბიოგრაფია Worthy გაიყიდება.

კომენტარები