დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ორბანი: არ დავუშვებთ, უნგრეთში ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერი მსვლელობები ჩატარდეს

Vivien Cher Benko / MTI

უნგრეთი არ დაუშვებს "ტერორისტული ორგანიზაციების" მხარდამჭერი მსვლელობების ჩატარებას. ამის შესახებ უნგრეთის პრეზიდენტმა, ვიქტორ ორბანმა ისაუბრა. 

ორბანის თქმით, უნგრეთის მოქალაქეებმა თავი დაცულად უნდა იგრძნონ, მათი რწმენისა და წარმომავლობის მიუხედავად.

"შოკისმომგვრელია, რომ ევროპის მასშტაბით ტერორისტების მხარდამჭერი მსვლელობები იმართება. [...] ამის მცდელობები უნგრეთშიც იყო, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერი მსვლელობების გამართვას, რადგან ეს უნგრეთის მოქალაქეების მიმართ ტერორიზმის საფრთხეს ზრდის". – ამბობს ორბანი.

გუშინ, 12 ოქტომბერს საფრანგეთის შს მინისტრმა, ჯერარდ დარმანინმა აკრძალა პრო-პალესტინური აქციები, რადგან მისი აზრით მსგავსი შეკრებები გამოიწვევდა საჯარო წესრიგის სავარაუდო დარღვევას. ამის მიუხედავად, რამდენიმე ასეული პრო-პალესტინელი დემონსტრანტი ხუთშაბათს საღამოს პარიზის ცენტრში მცირე ჯგუფებად მაინც შეიკრიბა. ამ ჯგუფების გაერთიანების თავიდან ასაცილებლად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თქმით, ფრანგი ხალხი უნდა დარჩეს ერთ მუშტად შეკრული, რათა ისრაელი-ღაზის კონფლიქტმა არ გადაინაცვლოს საფრანგეთში, როგორც ებრაული და მუსლიმური თემების თანაცხოვრების ევროპულ ცენტრში.

კომენტარები