ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰალევი: IDF ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, შაბათს ეს ვერ შევძელით

ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის მეთაურის, ჰერცი ჰალევის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე არიან პასუხისმგებელნი და 7 ოქტომბერს ღაზას სექტორთან ახლოს მათ ეს ვერ შეძლეს. ამის შესახებ ჰალევიმ ჰამასის თავდასხმის შემდეგ პირველ საჯარო კომენტარში ისაუბრა.

"IDF ქვეყნისა და მისი მოქალაქეების უსაფრთოებაზეა პასუხისმგებელი და შაბათს, ღაზის სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენ ეს ვერ შევძელით. ჩვენ შევისწვალით და გამოვიძიებთ, მაგრამ ახლა ომის დროა. 5 დღე გავიდა მომაკვდინებელი, ბრუტალური და მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ. ხოცვა-ჟლეტა, რომელიც ჰამასის ტერორისტებმა, ცხოველებმა, ჩვენს შვილებს, ცოლებსა და ხალხს მოუწყვეს არის ცხოველური და არაჰუმანური. IDF ებრძვის დაუნდობელ ტერორისტებს, რომლებმაც წარმოუდგენელი დანაშაულები ჩაიდინეს. ღაზის სექტორის მმართველმა, იაჰია სანვარმა გადაწყვიტა ამ საშინელი თავდასხმის განხორციელება, შესაბამისად ის და მთელი მის ქვეშ მდგომი სისტემა მკვდრები არიან. ჩვენ მათ შევუტევთ, ჩვენ მათ დავშლით, ჩვენ დავლშით მთელ მათ სისტემას". - თქვა ჰალევიმ.

ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის მეთაურის თქმით, ისრაელი გამოიძიებს თუ როგორ შეძლო ჰამასმა თავდასხმის განხორციელება, თუმცა, ახლა ომის და ტყვეების დახსნის დროა.

"ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს 200-მდე ისრაელელი და უცხოელი ტყვეების სახლში დასაბრუნებლად. ჩვენ ვკლავთ ბევრ ტერორისტს, ბევრ მეთაურს, ვანადგურებთ ტერორისტულ ინფრასტრუქტურას, რომელმაც ხელი შეუწყო ამ ბრუტალურ დანაშაულს. ღაზა აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო". - თქვა ჰალევიმ.

კომენტარები