დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელიდან საქართველოში დამატებითი რეისი 12 ოქტომბერსაც დაინიშნა

flickr.com/photos/picturejohn64

ისრაელიდან დამატებითი რეისი 12 ოქტომბერსაც დაინიშნა. საქართველოს ავიახაზების დროით, ფრენა ისრაელის დროით 17:40 საათზე შესრულდება.

"ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს" - წერს ჯორჯიან ეარვეისი.

ავიაკომპანიის ცნობითვე, მგზავრები, რომლებმაც ვერ გამოიყენეს ბილეთები რეისზე - თბილისი-თელ ავივი-თბილისი, თარიღის ცვლილებას უფასოდ შეძლებენ. წესი ეხება 7 ოქტომბრიდან შესრულებულ რეისებს.

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით 11 ოქტომბერს დანიშნულ დამატებით რეისზე ყველა ბილეთი "15-20 წუთში" გაიყიდა. ჟვანიას ამბობდა, რომ საელჩო მუშაობდა როგორც აირზენასთან, ისე ისრაელის მხარესთან, რომ 12 ოქტომბერს კიდევ დანიშნულიყო დამატებითი რეისი.

"ბილეთების გაყიდვებს მიაქციონ ყურადღება ისრაელში მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა, მათ, ვისაც სურვილი აქვთ ისრაელიდან საქართველოში დაბრუნების. ინტერნეტიდან იქნება ბილეთების გაყიდვა" - თქვა ჟვანიამ TV იმედთან ჩართვისას.

კომენტარები