დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ჟვანია: ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის 11 ოქტომბერს დამატებითი რეისი ჩაინიშნა

ისრაელში მყოფი და საქართველოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის 11 ოქტომბერს, 11:40 სთ-ზე თბილისის მიმართულებით საქართველოს ავიახაზების დამატებითი რეისი ჩაინიშნა.

ბილეთების შეძენა ინტერნეტით შეგიძლიათ. მოთხოვნასთან ერთად, შესაძლებელი იქნება დამატებით სხვა რეისის ჩანიშვნაც.

მადლობა ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროსა და ჩვენს მეგობარს, ტრანსპორტის მინისტრს საქართველოს მთავრობის თხოვნის დროულად დაკმაყოფილებისთვის.

წერს Facebook-ზე საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია.

კომენტარები