დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ჟვანია: 11 ოქტომბრის რეისზე ყველა ბილეთი გაიყიდა, ვმუშაობთ, რომ დაინიშნოს ახალი ფრენა

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით 11 ოქტომბერს დანიშნულ რეისზე ყველა ბილეთი "15-20 წუთში" გაიყიდა. ჟვანიას თქმით, საელჩო მუშაობს როგორც აირზენასთან, ისე ისრაელის მხარესთან, რომ 12 ოქტომბერს კიდევ დაინიშნოს დამატებითი რეისი.

"ბილეთების გაყიდვებს მიაქციონ ყურადღება ისრაელში მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა, მათ, ვისაც სურვილი აქვთ ისრაელიდან საქართველოში დაბრუნების. ინტერნეტიდან იქნება ბილეთების გაყიდვა.

აქვე უნდა ვთქვა აუცილებლად, რომ სახელმწიფოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ თელ ავივიდან შეწყვიტეს ავიარეისები, საქართველო ინარჩუნებს ავიარეისებს. ევაკუაციის გადაწყვტილება ისრაელში არ არის მიღებული არცერთი ქალაქიდან, ისრაელში ყოფნა უსაფრთხოა თუ დავიცავთ იმ ელემენტარულ წესებს, რომელსაც ისრაელის შესაბამისი სამსახურები გასცემენ" - თქვა ჟვანიამ TV იმედთან ჩართვისას.

კომენტარები