ინდოეთი

ინდოეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა, დაკარგულია 101 ადამიანი

ინდოეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა, დაკარგულია 101 ადამიანი. 

3-4 ოქტომბერს მოსულმა უხვმა ნალექმა ჯერ ლონაკის მყინვარული ტბის წყლის დონის ზრდა და კაშხლის დაზიანება გამოიწვია. ადიდდა მდინარე ტეესტაც, რამაც საბოლოოდ, მიმდებარე დასახლებული რაიონების დატბორვა გამოიწვია.

ოფიციალური პირების თქმით, წყალდიდობის გამო გადაადგილებისა და სხვა სახის პრობლემები მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ დაახლოებით 22 000 ადამიანს შეექმნა. დაზიანებულია გზები და მდინარე ტეესტაზე გადებული ხიდები, მოძრაობა შეწყვეტილია სიკიმისა და დასავლეთ ბენგალის შტატის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალზეც. 

დაზიანებულია ასევე მდინარის ხეობის მიმდებარე სამხედრო ბაზები და ობიექტები. Reuters-ის ინფორმაციით, დაკარგულ პირებს შორის 23 ჯარისკაცია.

კომენტარები