ევროპული საქართველო

ბოკერია სუბარს: მთავრობა არ უნდა წყვეტდეს, რომელ რელიგიურ ჯგუფს მისცეს ფულადი სახსრები

პირველ რიგში, ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება ივანიშვილის პოპულიზმის და პუტინისტური რეჟიმის. მეორე მხრივ კი იმ სამწუხარო რეალობის, რომ საპატრიარქო, ეკლესიის მნიშვნელოვანი ნაწილი პროპაგანდისტულად და საზოგადოებრივად, პოლიტიკურად თავის მოკავშირედ მიაჩნიათ, რაც ასეც არის. ეს არ ეხება ყველა სასულიერო პირს, მაგრამ ჯამში ეხება უდიდეს ნაწილს, სამწუხაროდ ამ პუტინისტურ ნაწილში, რომელიც ივანიშვილის რეჟიმისთვის მნიშვნელოვანია ეხლა.

ეს განცხადება, იმისდა მიუხედავად მერე რა მოხდება, უკვე ნაწილია ამისი. მითუმეტეს, თუ ეს კიდევ განხორციელდა, ეს უბრალოდ დადასტურება არის და გაღრმავება ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და სუვერენიტეტისთვის საზიანო, მოღალატეობრივი ხაზის.

თავისთავად ის მოდელიც, რომელიც არსებობს, ბუნებრივია, პრობლემურია. საუბარი იმაზე, რომ სხვა კონფესიებს გავუზრდით რესურსებს, არანაირად არ არის პასუხი ამ პრობლემაზე. პრობლემა იმაშია, რომ მთავრობა არ უნდა წყვეტდეს, რომელ რელიგიურ ჯგუფს მისცეს სახსრები გადასახადის გადამხდელთა ფულიდან. თვითონვე მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ.

ევროპული საქართველოს ხედვა ამ მიმართულებით სწორედ ეს არის. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შეღავათები და დამატებით რესურსის განკარგვის საშუალება და თვითონ უნდა  გადაწყვიტონ, რომელ ამ ტიპის ერთეულს უნდათ, რომ შესწირონ ეს რესურსი. იქნება ეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, ნებისმიერი სხვა რელიგიური ორგანიზაცია, თუ სამოქალაქო არამომგებიანი საქმიანობით დაკავებული სხვა ჯგუფი.

ამიტომ, ყველა ვინც ამბობს არგუმენტს, რომ ეს არის ტრადიციული სარწმუნოება, კი, ტრადიციული სარწმუნოება არის, რადგან უდიდესი უმრავლესობა ამ მრწამსზეა და ყველაზე დიდი ჯგუფი მიაკუთვნებს თავს ამ ეკლესიას და ისტორიაში რა როლიც ჰქონდა, ყველაფერი ასეა, თუმცა ეს არ არის არგუმენტი იმისთვის, რომ მთავრობა სხვის ნაცვლად წყვეტდეს, ვის და რამდენი ფული უნდა ჰქონდეს. მოქალაქეებმა, თვითონ საქართველოს მოქალაქეებმა, ვისთვისაც ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, თვითონ უნდა შეეძლოთ გადაწყვიტონ, ვის შესწირონ თავისი ფული.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საპატრიარქოსთვის 25-მილიონიანი დახმარება "ძალიან ცოტაა".

კომენტარები