საქართველოს საპატრიარქო

სუბარს სურს ქართველებმა ეკლესიას მეტი მილიონი უხადონ

საქართველოს პარლამენტი

ივანიშვილის დეპუტატს, სოზარ სუბარს სურს, რომ ქართველებმა საპატრიარქოს იმაზე მეტი ფული უხადონ, ვიდრე 25 მილიონი ლარია. ამის შესახებ სუბარმა 5 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ილაპარაკა.

"მინდა გამოვეხმაურო საპატრიარქოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსებას. ოც წელზე მეტია მარტო 25 მილიონია [დაფინანსება] და ამას დაემატა ჩვენს პერიოდში ასევე დაფინანსება, რომელსაც იღებენ სხვა ტრადიციული რელიგიები. თავის დროზე ეს შეიძლება სერიოზული თანხა იყო, დღეს მართლა ძალიან ცოტაა, მით უმეტეს, მე უკეთ ვიცი საპატრიარქოში რაში იხარჯება თანხა, მე თვითონ ვსწავლობდი სასულიერო აკადემიაში. 100% ეს თანხა მიემართება სწავლა-განათლებას.

კი არ გაორმაგდა, გაოთხმაგდა ამ ხნის განმავლობაში სასწავლებლების რაოდენობა, ნუ აღარ ვამბობ რომ გაათმაგდა თანხა, რომელიც სჭირდება სოციალურ საკითხებს, დასუფთავებას, კომუნალურებს და ხელფასებიც, ძალიან მაღალი დონის პროფესურაა და ამ დროს მინიმალური ანაზღაურება აქვთ. იგივე შეგვიძლია ვთქვათ სხვა დომინაციებზეც და კარგი იქნება ამ მიმართულებით გაზრდაზე თუ ვიფიქრებთ. მართლა, გაორმაგებაც კი არაფერი არ არის, იმდენად ცოტა თანხაა". - თქვა სოზარ სუბარმა.

კომენტარები