ბაჩო ოდიშარია

ოდიშარია: ისრაელისგან განსხვავებით, მაქვს პრივილეგია, ბავშვი ბომბის შიშის გარეშე ვასეირნო

ოთხი დღის წინ ჩამოვედი ისრაელიდან, სადაც იქაური კინო ფონდის მიწვევით ვიყავი სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე სასაუბროდ და ჰაიფას საერთაშორისო კინოფესტივალზე დასასწრებად. ახალი მეგობრები გავიჩინე, ვისთან ერთადაც ყოველ საღამოს ვსვამდით, ფეხბურთზე და კინოზე ვსაუბრობდით, საფესტივალო ფილმებს ვუყურებდით, თელავივიდან იერუსალიმში, იერუსალიმიდან ჰაიფაში ვმოძრაობდით და ვტკბებოდით იმით, რაც ერთის მხრივ შეუმჩნეველი და თითქოს ბუნებრივი მოცემულობა უნდა იყოს, ისევე როგორც ჰაერი - მშვიდობით. დღეს იქაური მეგობრები მწერენ რომ დილა შვილებთან ერთად თავშესაფარში გაუთენდათ. მე კიდევ მაქვს პრივილეგია რომ ბავშვს კიროვის ბაღში ვასეირნებდე იმის შიშის გარეშე, რომ ჩემ ქვეყანაში ბომბი ჩამოვარდება. მშვიდობა ყველაზე მოსაფრთხილებელი და დასაფასებელი გარემოებაა, მუდამ უნდა გვახსოვდეს ეს. მშვიდობა ისრაელს და მშვიდობა საქართველოს.

წერს სოციალურ ქსელში პროპაგანდისტული და სახელისუფლებო ტელევიზიის, POSTV-ის ჟურნალისტი და წამყვანი ბაჩო ოდიშარია.

დღეს, 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყო. ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აკსას წარღვნა" გამოაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელმა სამინისტრომ საომარი მდგომარეობისთვის მზადყოფნა, პარალელურად კი, ოპერაცია "რკინის ხმლები" დაწყება გამოაცხადა.

კომენტარები