ОДКБ

ყაზახეთი ОДКБ-ს წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას

Orda.kz

ცნობილი გახდა, რომ ყაზახი სამხედროები ОДКБ-ს წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. წვრთნების სახელად ურყევი ძმობა 2023 ყირგიზეთში 6-დან 13 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

ყაზახეთისა და ყირგიზეთის გარდა წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს რუსეთი, ბელარუსი და ტაჯიკეთი.

სწავლების მთავარი მიზანია ОДКБ-ში შემავალი სამხედრო კონტინგენტის მომზადება საერთაშორისო სამშვიდობო მისიებისთვის.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია იგივე ОДКБ რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის სამხედრო ალიანსია, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს. მისი ამჟამინდელი წევრები არიან: რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ОДКБ-ს წევრი იყო საქართველოც, 1999 წლამდე. ამ ორგანიზაციის ყოფილი წევრები არიან აზერბაიჯანი და უზბეკეთიც.

5 იანვარს ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციების და არეულობის ფონზე, პრეზიდენტმა თოყაევმა ОДКБ-ს "ტერორისტული საფრთხის" დაძლევისთვის სამშვიდობო ძალების გამოგზავნა სთხოვა. რუსეთმა ყაზახეთში საჰაერო სდესანტო ძალების ქვედანაყოფი გადასხა. ОДКБ-ს წევრი სახელმწიფოების თანახმად, მთლიანობაში ყაზახეთში 2 000-მდე სამშვიდობო გაიგზავნა. 

კომენტარები