ОДКБ

ფაშინიანმა ОДКБ-ს სამიტის დოკუმენტების ხელმოწერაზე უარი თქვა

Photolur / ekhokavkaza.com

ერევანში მიმდინარე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტზე სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უარი თქვა ОДКБ-ს კოლექტიური უშიშროების საბჭოს დეკლარაციის პროექტისა და სომხეთის დასახმარებლად ერთობლივი მოქმედებების შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერაზე.

სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ფაშინიანმა ორგანიზაციას მოუწოდა, პოლიტიკურად შეაფასოს აგრესორი აზერბაიჯანის ქმედებები სომხეთის წინააღმდეგ. მისი თქმით, მოკავშირეებმა აზერბაიჯანისგან უნდა მოითხოვონ ჯარების გაყვანა სომხეთის ტერიტორიის მათ მიერ ოკუპირებული ნაწილიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში "ეს შეიძლება ჩაითვალოს ОДКБ-ს მოკავშირეების ვალდებულებების შესრულებაზე უარად".

სომხრეთის ხელისუფლების ცნობით, სექტემბერში სომხრეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკებების შედეგად აზერბაიჯანელმა სამხედრობემა სომხრეთის ტერიტორიის ნაწილი დაიკავეს. აზერბაიჯანი ამას უარყოფს და აღნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის საზღვარი დემარკირებული არაა.

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა სამიტის შემდეგ თქვა, რომ ОДКБ-დან სომხეთის გაცვლა გამორიცხულია. ერევანში ОДКБ-ის სამიტი 23 ნოემბერს დაიწყო და მას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინიც ესწრება.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრები სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ბელარუსი არიან.

კომენტარები