ბელარუსში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამხედრო წვრთნები დაიწყო.
წვრთნებში მონაწილეობას რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის სამხედრო კონტინგენტი იღებს.
სამხედრო წვრთნებს 2000-ზე მეტი ჯარისკაცი გაივლის. მანევრებში ჩართული იქნება 450 სამხედრო ტექნიკის ერთეული, მათ შორის 9 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 70-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი.
ბელარუსის გენერალური შტაბის მეთაურის, პაველ მურავეიკოს თქმით, სამხედროები "ბირთვული იარაღის გამოყენების დაგეგმვის" წვრთნასაც გაივლიან.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო წვრთნები 6 სექტემბერს დასრულდება.





