იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის

მოკვდა ჩემი ქმარი, ერთი შემოვიდა, ფული მინდაო - აფხაზეთიდან დევნილების ისტორიები გენოციდზე

ქართველების გენოციდი
formulanews

ფორმულას ეთერში გავიდა აფხაზეთიდან დევნილების ოფიციალური ჩვენებები, რომლებიც მათ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით კომისიას მისცეს. მასალა ტელევიზიას კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, შოთა მალაშხიამ მიაწოდა.

ჩანაწერში დევნილები არაერთ შემთხვევაზე საუბრობენ, როცა ქართველებს რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტები სასტიკად გაუსწორდნენ.

მოკვდა ჩემი ქმარი და ერთი შემოვიდა და ფული მინდა, დოლარები, ოქროო. Ჩვენ ასეთები არ გვქონდა. ქართველებს მიეცით ყველაფერიო. Მერე დახვრიტეს ჩემ გვერდით რომ იდგა ისე. ერთი ტყვია ესროლა და წავიდა უკვე აღარც გაჩერებულა ისე, უცბად. Რამდენი ვეხვეწე... მომეცი მაშინ ოქროო. ოქრო არ მქონდა და საიდან მიმეცა. ვყვიროდი, არავინ არ მოსულა. Მეზობლებს ეშინოდათ ჩემთან მოსვლა და ჩემი ხელით დავმარხე.

შემოუერთდით პეტიციას აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველთა გენოციდის აღიარების შესახებ.

კომენტარები