ხაშური

ხაშურში, სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი ხიდი ჩაინგრა

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია

ხაშურში, სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი ხიდი ჩაინგრა - ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

მერიის ცნობით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა და მუნიციპალიტეტი "ყველა საჭირო ღონისძიებას გაატარებს ხიდის დროულად აღდგენისთვის".

განცხადებაში ასევე წერია, რომ მოწყობილია მოძრაობის შემაკავებელი ბარიერები და მიმდინარეობს ხიდის ჩანგრევის გამომწვევი მიზეზების დადგენა.

"მანამდე კი მოსახლეობას ვთხოვთ, ისარგებლონ სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი მოქმედი ალტერნატიული ხიდით". - წერს ხაშურის მერია.

კომენტარები