კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება ქალი, რომელიც ხაშურში, უგონო მდგომარეობაში, მისი 9 წლის შვილი კი გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც ექიმი ამბობს, საკვების ნიმუშები, რომელიც დედამ და ბავშვმა მიიღეს, საკვლევად ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მისივე განმარტებით, ორგანული პათოლოგიები გამორიცხულია.
"ამ ეტაპზე არის მძიმე მდგომარეობაში, არის მართვით სუნთქვაზე. გრძელდება კვლევები, რომლებიც დაწყებულია შემოსვლისთანავე. ერთმნიშვნელოვანი პასუხი გვექნება მას შემდგომ, რაც ყველა კვლევაზე პასუხი გვექნება.
[...]
საკვების სახით მიღებულ პროდუქტებზეც არის ეჭვი, რომელიც გაგზავნილი არის ლუგარის ლაბორატორიაში. ვერ გეტყვით მათი პასუხები რა დროში იქნება ზუსტად. საბოლოო ჯამში, ალბათ, მათი პასუხები იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი.
[...]
გამორიცხული არის სხვადასხვა ორგანული პათოლოგიები - არც თავის ტვინში რაიმე პროცესები, კარდიოლოგიური დაავადებები და ა.შ. თუმცა, ჯერ კიდევ, რამდენიმე რჩება საეჭვო დიაგნოზი". - ამბობს ექიმი TV პირველთან.
ხაშურში, 9 წლის ბავშვი გარდაცვლილი, დედა კი უგონო მდგომარეობაში 5 ივნისს იპოვეს.
ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.





