თქვენ უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ, რა მდგომარეობა იქნებოდა რუსთაველის ქუჩაზე ორმხრივი [მოძრაობა] რომ იყოს. ამ სამი წლის განმავლობაში 2000-ზე მეტი ახალი ავტომობილია ხაშურში შემოსული, ხვდებით? რუსთაველი რომ ორმხრივი იყოს, იქ, პირდაპირ ვიტყვი, იქნებოდა საგიჟეთი.
უკვე მომზადებულია პროექტი, ორმხრივი [მოძრაობა] არ იქნება კერძო ავტომობილებისთვის, იქნება ორმხრივი მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის - ე.წ. ბასლაინი. ჩვენ ავტობუსები არ გვყავს, მაგრამ იქნება ერთი ზოლი გათვალისწინებული ბასლაინისთვის, გამსვლელი.