მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ჩარკვიანი: მთელ რუსთაველზე ლეიბები დავყაროთ და გავწვეთ, ეს მგონია გამოსავალი

მე მგონია, რომ გამოსავალი არის ასეთი. ცუდ რამეს ვამბობ, ვიცი, მაგრამ ჩემს აზრს ვამბობ. მგონია, რომ ის დიდი რაოდენობა ტალღის ერთხელ უნდა გავიჭირვოთ. ეს არ იქნება დიდი ხნით. ერთხელ, მთელ რუსთაველზე ლეიბები დავყაროთ და გავწვეთ. ეს არის ჩემი აზრი. არ მოსწონს ვიღაცას, ნუ მოსწონს, მე ჩემი ვთქვი, ერთი აზრი. შიმშილი რომ შემძლებოდა, ვიშიმშილებდი, ვერ ვშიმშილობ, ჩემი გარკვეული პრობლემების გამო. მაგრამ პროტესტის ათასგვარი ფორმა არსებობს. მჯდომარე, ასე შემდეგ

პარტიის კანონი და სამართალი ლიდერის, დეპუტატ თაკო ჩარკვიანის თქმით, პროტესტის ფორმასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს. კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში გადაიყვანეს, ამის გამო, პარლამენტთან და მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციები დაიწყო. ოპოზიციის განცხადებით, არ დაიშლებიან იქამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

კომენტარები