კოსოვო-სერბეთი

ბელგრადში კოსოვოელი სერბების ლიდერი კოსოვოს პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

მილან რადოიჩიჩი

ბელგრადში კოსოვოელი სერბი პოლიტიკოსი მილან რადოიჩიჩი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან 24 სექტემბერს კოსოვოს პოლიციაზე განხორციალებულ თავდასხმაში მონაწილეობის მიღება აღიარა

გაკეთებულ განცხადებაში, სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რადოიჩიჩი 48 საათით დააკავეს და მისი სახლი გაჩხრიკეს. პროკურორების ვარაუდით რადოიჩიჩიმ “იარაღი, ტყვია-წამალი და ფეთქებადი მოწყობილობები ტუზლადან (რედ. ქალაქი ბოსნია-ჰერცოგოვინაში) მოიპოვა, რის შემდეგაც აღნიშნული აღჭურვილობა მას ქალაქ ბელგრადში ჩუტანეს”.

2 ოქტომბერს CNN-თან გაკეთებულ ინტერვიუში სერბეთის პრეზიდენტსმა ალექსანდრ ვუჩიჩმა უპასუხა შეკითხვას, მიეცემოდა თუ არა პასუხისგებაში რადოიჩიჩი კოსოვოელ პოლიციელებზე თავდასხმაში მონაწილეობის გამო, რაზეც მან უპასუხა, რომ “სერბეთი პასუხს აგებინებს ყველა ადამიანს, რომელმაც კრიმინალური დანაშაული ჩაიდინა”.


რადოიჩიჩის აღიარება Reuters-ს მისმა ადვოკატმა გაუგზავნა, რომელშიც წერს, რომ იგი კოსოვოში “კურტის (რედ. კოსოვოს პრემიერმინისტრის) ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ სერბი ხალხის წასახალისებლად ჩავიდა”, რასაც დაამატა: “სერბი ხალხის დასაცავად მე პირადად მოვაგვარე ლოგისტიკური საკითხები”. რადოიჩიჩის თქმით, მას აღნიშნული ქმედებების შესახებ სერბეთის მთავრობა არ გაუფრთხილებია.

დაძაბულობა ჩრდილოეთ კოსოვოში გასულ კვირას, მას შემდეგ განახლდა, რაც დაახლოებით 30-კაციანი კარგად შეიარაღებული დაჯგუფება სერბეთის პოლიციას დაუპირისპირდა და ერთი პოლიციელი მოკლა.

კოსოვომ ინციდენტში სერბეთი დაადანაშაულა, თუმცა ოფიციალურმა ბელგრადმა უარყო, რომ თავდამსხმელები მათი გაწვრთნილები იყვნენ.

კვირის დასაწყისში აშშ-მ და ევროკავშირმა გამოთქვეს შეშფოთება კოსოვოს საზღვართან სერბეთის სამხედრო განლაგების ზრდის გამო და მოუწოდეს ბელგრადს იქ ჯარის შემცირებისკენ.

კოსოვოს მთავრობამ შაბათს, 30 სექტემბერს თქვა, რომ ის სერბეთის ჯარის "სამი სხვადასხვა მიმართულებიდან" მოძრაობას აკვირდება.

კომენტარები