ელ ჩაპო

ელ ჩაპოს შვილებმა სინალოაში ფენტანილის წარმოების ამკრძალავი ბანერები განათავსეს

AP Photo/Martin Urista

ნარკობარონი ხოაკინ ელ ჩაპო გუზმანის შვილებმა სინალოაში ფენტანილის წარმოება და გაყიდვა აკრძალეს.

2 ოქტომბერს ჩრდილოეთ სინალოას შტატში გამოჩნდა ბანერები, რომლებზეც ეწერა, რომ "ფენტანილის გაყიდვა, წარმოება, ტრანსპორტირება ან ნებისმიერი ტიპის ბიზნესი, რომელიც ამ ნივთიერებას უკავშირდება, მკაცრად აკრძალულია".

ბანერები ხიდებსა და ესტაკადებზე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც აშშ-ს ხელისუფლებამ ფენტანილის წარმოებაში ჩართული კრიმინალური ჯგუფების წინააღმდეგ მექსიკაზე ზეწოლა გააძლიერა.

აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს (DEA) ყოფილმა აგენტმა, ლეო სილვამ, რომელიც მექსიკაში მუშაობდა, თქვა, რომ ბანერები, სავარაუდოდ, არის მცდელობა იმისა, რომ ფენტანილის წარმოებასთან დაკავშირებული ეჭვები გაიფანტოს და დაამატა, რომ არ სჯერა ასეთი მომგებიანი ბიზნესის შეწყვეტის. 

ასევე გაურკვეველია, შეეძლო თუ არა ლოს ჩაპიტოს, ე.წ. პატარა ჩაპოს, რომელიც აშშ-ს მთავრობამ ფენტანილის ძირითად მომწოდებლად დაასახელა, ასეთი აკრძალვის სინალოას მასშტაბით გავრცელება, რადგან ტერიტორიის დიდ ნაწილს ელ ჩაპოს ყოფილი პარტნიორი, ისმაელ "ელ მაიო" ზამბადა აკონტროლებს, რომელიც ამასთანავე, კარტელის ერთ-ერთ ძლიერ დაჯგუფებას მართავს.


13 სექტემბერს დაპატიმრებული მექსიკელი ნარკობარონის, ხოაკინ ელ ჩაპო გუზმანის მეუღლე, ემა კორონელი გაათავისუფლეს, რომელიც 2021 წელს  ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას აშშ-ს ციხეების ბიურო ავრცელებს.

აშშ-ში დაბადებულ 34 წლის კორონელს 2021 წელს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მან სინალოას ნარკოკარტელის დახმარება, ფულის გათეთრებისა და არალეგალური ნარკოტიკების გავრცელების შეთქმულებასა და ფინანსურ გარიგებებში მონაწილეობა აღიარა.

თავად ნარკობარონ ხუაკინ გუზმანს, ასევე ცნობილს მეტსახელით ელ ჩაპო, ნიუ იორკის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა 2019 წელს მიუსაჯა, მას მერე, რაც მექსიკის ციხეებიდან ორჯერ გაქცევის შემდეგ მისი ექსტრადირება შეძლეს.

ემა კორონელი და ელ ჩაპო 2007 წელს დაქორწინდნენ და ორი ქალიშვილი ჰყავთ.

მეტი ელ ჩაპოს კრიმინალური საქმიანობის შესახებ წაიკითხეთ ტაბულას სტატიებში: 

კომენტარები