ელ ჩაპო

ელ ჩაპო ციხიდან ტანსაცმლის ხაზს გამოუშვებს

ელ ჩაპო

მექსიკელი ნარკობარონი ხუაკინ გუზმანი, ცნობილი როგორც "ელ ჩაპო", ციხიდან ტანსაცმლის საკუთარ ხაზს გამოუშვებს და ამაში ცოლი დაეხმარება.

ელ ჩაპო და მისი 29 წლის ცოლი ემმა კორონელ აისპურო ტანსაცმლის გამოშვებას ზაფხულიდან დაიწყებენ.

ნარკობარონის ცოლის თქმით, ტანსაცმლის ხაზი მათ შვიდი წლის ტყუპ ქალიშვილებს ეძღვნება.

"ძალიან აღელვებული ვარ ამ პროექტის დაწყებით, რომელიც მე და ჩემი ქმრის მრავალი წლის იდეებს ეფუძნება. ეს პროექტი ჩვენს ქალიშვილებს ეძღვნებათ", - თქვა ემმა კორონელ აისპურომ.

ელ ჩაპო თებერვალში ნიუ-იორკის სასამართლომ ათი მუხლის მიხედვით დამნაშავედ სცნო, რის გამოც მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება. საბოლოო ვერდიქტს სასამართლო 25 ივნისს გამოიტანს.

ის 2016 წელს დააკავეს და აშშ-ში 2017 წელს გადაიყვანეს, მანამდე მექსიკის ციხიდან ორჯერ გაიქცა. ელ ჩაპო სინალოას კარტელს მეთაურობდა, რომელსაც აშშ-ში ყველაზე მეტი ნარკოტიკის შეჰქონდა მექსიკიდან.

კომენტარები