ელ ჩაპო

მექსიკელი ნარკობარონის, ელ ჩაპოს შვილი აშშ-შია ექსტრადირებული

ოვიდიო გუზმანი, ნარკობარონი "ელ-ჩაპოს" შვილი
US STATE DEPARTMENT

ნარკობარონი ხოაკინ ელ ჩაპო გუზმანის შვილი აშშ-ში მისი მამის დაარსებული ნარკოკარტელის ხელმძღვანელობის ბრალდებით არის ექსტრადირებული, ინფორმაციას აშშ-ს გენერალური პროკურორი ავრცელებს.

ოვიდიო გუზმანი, ასევე, ბრალდებულია იმ მომღერლის მკვლელობის დაკვეთაში, რომელმაც მის ქორწილში სიმღერაზე უარი თქვა.

გუზმანი 2023 წლის იანვარში ჩრდილოეთ მექსიკის შტატ სინალოაში დააკავეს და მას შემდეგ პატიმრობაშია.

აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა გარლანდმა მექსიკის მთავრობას ოვიდიოს შეერთებულ შტატებში გადაყვანაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა .

გუზმანის მამა, ელ ჩაპო კოლორადოს სუპერმაქსის ციხეში სინალოას კარტელის ხელმძღვანელობისთვის სამუდამო პატიმრობაშია.

ოვიდიო გუზმანი არის ელ ჩაპოს ოთხი შვილიდან ერთ-ერთი, რომელიც მას გრიზელდა ლოპესთან 1980-90-იან წლებში ურთიერთობისას ეყოლა. მათგან ყველაზე უფროსი, ედგარი 2008 წელს კარტელების სროლის შედეგად დაიღუპა.


13 სექტემბერს დაპატიმრებული მექსიკელი ნარკობარონის, ხოაკინ ელ ჩაპო გუზმანის მეუღლე, ემა კორონელი გაათავისუფლეს, რომელიც 2021 წელს  ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას აშშ-ს ციხეების ბიურო ავრცელებს.

აშშ-ში დაბადებულ 34 წლის კორონელს 2021 წელს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მან სინალოას ნარკოკარტელის დახმარება, ფულის გათეთრებისა და არალეგალური ნარკოტიკების გავრცელების შეთქმულებასა და ფინანსურ გარიგებებში მონაწილეობა აღიარა.

მისივე აღიარებით, 2014 წელს გუზმანის დაპატიმრების შემდეგ, კორონელი მექსიკის ალტინპოს ციხეში მყოფ გუზმანსა და მისი კარტელის ორგანიზაციის სხვა წევრებს შორის შუამავლად მოქმედებდა.

გუზმანის ცოლის მოსამართლის თქმით, ემა კორონელს 3-წლიანი სასჯელი შეუმცირდა. კორონელმა სწრაფად იკისრა ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა და აშშ-ს მთავრობას თავისი დანაშაულებრივი საქმიანობიდან მიღებული 1.5 მილიონი დოლარის დათმობაზე დათანხმდა.

კორონელი 2-წლიანი ზედამხედველობის პირობით გათავისუფლდა.

თავად ნარკობარონ ხუაკინ გუზმანს, ასევე ცნობილს მეტსახელით ელ ჩაპო, ნიუ იორკის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა 2019 წელს მიუსაჯა, მას მერე, რაც მექსიკის ციხეებიდან ორჯერ გაქცევის შემდეგ მისი ექსტრადირება შეძლეს.

ემა კორონელი და ელ ჩაპო 2007 წელს დაქორწინდნენ და ორი ქალიშვილი ჰყავთ.

მეტი ელ ჩაპოს კრიმინალური საქმიანობის შესახებ წაიკითხეთ ტაბულას სტატიებში: 

კომენტარები