ელ ჩაპო

მექსიკელი ნარკობარონის, ელ ჩაპოს ცოლს პატიმრობიდან ათავისუფლებენ

ემა კორონელი
Drew Angerer, Getty Images

დაპატიმრებული მექსიკელი ნარკობარონის, ხოაკინ ელ ჩაპო გუზმანის მეუღლეს, ემა კორონელს, რომელიც 2021 წელს ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს, 13 სექტემბერს გაათავისუფლებენ. ინფორმაციას აშშ-ს ციხეების ბიურო ავრცელებს.

აშშ-ში დაბადებულ 34 წლის კორონელს 2021 წელს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მან სინალოას ნარკოკარტელის დახმარება, ფულის გათეთრებისა და არალეგალური ნარკოტიკების გავრცელების შეთქმულებასა და ფინანსურ გარიგებებში მონაწილეობა აღიარა.

მისივე აღიარებით, 2014 წელს გუზმანის დაპატიმრების შემდეგ, კორონელი მექსიკის ალტინპოს ციხეში მყოფ გუზმანსა და მისი კარტელის ორგანიზაციის სხვა წევრებს შორის შუამავლად მოქმედებდა.

გუზმანის ცოლის მოსამართლის თქმით, ემა კორონელს 3-წლიანი სასჯელი შეუმცირდა. კორონელმა სწრაფად იკისრა ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა და აშშ-ს მთავრობას თავისი დანაშაულებრივი საქმიანობიდან მიღებული 1.5 მილიონი დოლარის დათმობაზე დათანხმდა.

ციხის ბიუროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კორონელს ლოს-ანჯელესში მდებარე დაწესებულებიდან 13 სექტემბერს გაათავისუფლებენ. 

კორონელი 2-წლიანი ზედამხედველობის პირობით გათავისუფლდება.

თავად ნარკობარონ ხუაკინ გუზმანს, ასევე ცნობილს მეტსახელით ელ ჩაპო, ნიუ იორკის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა 2019 წელს მიუსაჯა, მას მერე, რაც მექსიკის ციხეებიდან ორჯერ გაქცევის შემდეგ მისი ექსტრადირება შეძლეს.

ემა კორონელი და ელ ჩაპო 2007 წელს დაქორწინდნენ და ორი ქალიშვილი ჰყავთ.

მეტი ელ ჩაპოს კრიმინალური საქმიანობის შესახებ წაიკითხეთ ტაბულას სტატიებში: 

კომენტარები