ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 3 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 3 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

 მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) და რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის   მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კასპის, დოესის, უბილავას, ზურაბიშვილის, კობარეთის, ლეხ კაჩინსკის და აწყურის ქუჩების   მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივერიელის, ახმეტის, წინანდლის, ზურაბიშვილის, კობარეთის, ხახანაშვილის, ელიას მთის და გუთნის ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გამსახურდიას გამზირის (ნაწილობრივ), 26 მაისის მოედნის, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის და ბროლოსანის ქუჩის მოსახლეობას.   

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახათის მთის მიმდებარე ტერიტორიის, ცაიშის, თვალჭრელიძის, ქვალონის, რეხის, მნათობის, ჩეჩელაშვილის, თამარაშვილის და დავითაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია  ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და არაყიშვილის ქუჩის მოსახლეობას.   

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები