მექსიკა

მექსიკაში ეკლესიის სახურავის ჩამონგრევას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილში, ტამაულიპასის შტატის ქალაქ სიუდად-მადეროში ერთ-ერთი ეკლესიის სახურავის ჩამონგრევას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა, 49 ადამიანი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გარდაცვლილთა შორის ორი ბავშვია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, უბედური შემთხვევის დროს ეკლესიაში ნათლობის ცერემონია მიმდინარეობდა, რომელსაც 100-მდე ადამიანი ესწრებოდა.

შტატის გუბერნატორის, ამერიკო ვილიარეალის თქმით, ნანგრევებში ათობით ადამიანი ადამიანი იყო მოყოლილი, თუმცა, სამძებრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ყველა დაკარგულის პოვნა შეძლო.

კომენტარები