საქართველოს მთავრობა

მთავრობა: პრემიერმა ტაძარი მოილოცა, სადაც წმ. ქეთევანის ნაწილები იყო დაბრძანებული

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ალავერდობის დღესასწაულთან დაკავშირებით ალავერდის მონასტერში იმყოფებოდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

"მთავრობის მეთაურს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა - დავითმა უმასპინძლა. მიტროპოლიტმა პრემიერმინისტრი დალოცა, ალავერდობა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

პრემიერმა ტაძარი მოილოცა, სადაც ალავერდობის დღესასწაულთან დაკავშირებით წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები იყო დაბრძანებული.

მთავრობის მეთაურმა დაათვალიერა აღდგენილი მონასტერი და მიმდებარე ტერიტორია, ასევე უძველესი მარანი და მარანში არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებისას აღმოჩენილი ექსპონატები" - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

კომენტარები