საქართველოს მთავრობა

პრემიერი ჩარტერზე: მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს, რომ მეჩვენებინა განსხვავება

მე შეგნებულად გავაკეთე, მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს, რომ კიდევ ერთხელ წარმომეჩინა კონტრასტი და განსხვავება ჩვენი ხელწერის, რომ ჩვენ არასდროს ბიუჯეტს არ ვიყენებთ და მეჩვენებინა მეორე უკიდურესობა, რაც იყო  10 წლის წინ იყო გამეფებული აქ, როცა საკუთარი პირადი მიზნებისთვის მილიონით ლარს ხარჯავდა სააკაშვილი და მისი ბანდა...

მადლობა ღმერთს, მე მყავს შეძლებული ოჯახი, მე არასდროს არ ვიყავი გაჭირვებული, პოლიტიკამდეც მე ვმუშაობდი ამ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანთან და ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს, ჩემი ოჯახი არასდროს ყოფილა გაჭირვებული, ეს არ არის დამალული და ეს არ არის სიახლე...

თუ ობიექტურები ბრძანდებით, უნდა გაგერკვიათ... ჩემს ოჯახს აქვს შესაბამისი დადასტურებული შემოსავლებიც, ფინანსური სახსრებიც, ყველაფერი არის გამჭვირვალე, თუ რამე კითხვები გაქვთ, მე ყოველ წელს ვავსებ დეკლარაციებს, დაელოდეთ, ამ წელსაც შევავსებ დეკლარაციებს, მომავალ წელსაც შევავსებ

ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო თვითმფრინავზე.

კომენტარები