სოხუმის დაცემის დღე

სააკაშვილი: სოხუმი შავიზღვისპირეთის ყველაზე ლამაზი და უსაფრთხო ქალაქი გახდება

არა მარტო 27 სექტემბერი, არამედ, ყოველი დღე ტკივილია, განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, ვისაც  საკუთარი მიწა-წყალი იძულებით დაატოვებინეს, რომლებსაც დღემდე ესიზმრებათ სოხუმის ქუჩები, თავიანთი სახლები. სადაც არ უნდა იყვნენ, დანაკლისისა და დანაკარგის განცდა მაინც აქვთ. იმის მიუხედავად, რომ ბევრ მათგანს კეთილმოწყობილი ბინები გადავეცით, ყველა ერთხმად გვეუბნებოდა - მირჩევნია, სოხუმში ვიყო და საერთოდ არაფერი მინდაო.

ბოლო წლების განმავლობაში არცერთი სიტყვა სოხუმსა და ოკუპაციაზე. პირიქით, მიზანმიმართულად გააჩერეს ანაკლიის პორტი და ლაზიკის მშენებლობა, რომელიც პირდაპირ ხსნიდა ისტორიულ შანსს, რომ ყველა დაკარგული ურთიერთობა აღდგენილიყო.

მე ერთხელ მივმართე ჩვენს აფხაზ ძმებს - ჩვენ გვინდა მშვიდობა, ათინჩრა - როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ მშვიდობიან თანაცხოვრებასა და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას.

ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას ყოველთვის რუსეთი ბლოკავდა, მაგრამ დღეს სხვა გეოპოლიტიკური რეალობა დგება. ამიტომაც, სოხუმთან სასაუბროდ უფრო მეტი გზა უნდა გამოინახოს, რადგანაც დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

ამასწინათ ყური მოვკარი, უკვე ბევრი იყენებს ტერმინს ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, რაც არის ტყუილი და რუსული პროპაგანდა - დროა, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ამ ყველაფერის ინიციატორი რუსეთი იყო, რადგანაც საუკუნეების განმავლობაში ქართველები, აფხაზები და ოსები ერთიან საქართველოს აშენებდნენ.

"მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია".

აფხაზეთი საქართველოა, სოხუმი შავიზღვისპირეთის ყველაზე ლამაზი და უსაფრთხო ქალაქი გახდება.

წერს Facebook-ზე საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით.

კომენტარები