სოხუმის დაცემის დღე

ხაბეიშვილი: ჩემი მთავარი მიზანი სოხუმში დაბრუნებაა

ჩემი მთავარი მიზანი სოხუმში დაბრუნებაა. თუ რამე მამოძრავებს, ძალასა და ენერგიას მაძლევს, არის ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და საოკუპაციო ხაზის ერთხელ და სამუდამოდ მორღვევის დაუოკებელი სურვილი. ამაზე დიდი სურვილი არასდროს არაფერი მქონია და არც მექნება. ჩემი ცხოვრების მთავარი მოტივაციაც სოხუმში უდიდესი აეროპორტის მშენებლობასთან, იძულებით გადაადგილებული ასობით ათასი ოჯახის სახლში დაბრუნებასა და სოხუმის ევროპის ულამაზეს ქალაქად გადაქცევასთანაა დაკავშირებული.

ქედს ვიხრი გმირულად დაცემული თითოეული პატრიოტის წინაშე, რომლებმაც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას თავი შესწირეს. 

"საფლავიდან გაისმის დაღუპულთა ძახილი, აფხაზეთი საქართველო არის"

ღმერთმა დალოცოს საქართველო.

წერს Facebook-ზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით. 

კომენტარები