საფრანგეთი-სომხეთი

მაკრონი: საფრანგეთი ძალიან ფხიზლად ეკიდება სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს

ემანუელ მაკრონი
AFP/Christophe Simon

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი ძალიან ფხიზლად დააკვირდება სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. ამის შესახებ მაკრონმა ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა.

"საფრანგეთი ძალიან ფხიზლად ეკიდება სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. დღეს არსებობს რუსეთი, რომელიც აზერბაიჯანთან ერთად მოქმედებს და თურქეთი, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა აზერბაიჯანის ქმედებებს". - თქვა მაკრონმა.

ამავდროულად, საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მას მიუღებლად მიიჩნია აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში ჩატარებული სამხედრო ოპერაცია.

ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი სომხეთის მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს და აღნიშნავს, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრები ეთნიკური სომხების უფლებები დაცული უნდა იყოს.

კომენტარები