სროლა

ვაშლიჯვარში სროლისას 2 ადამიანი დაიჭრა - დაწყებულია გამოძიება

თბილისში, ვაშლიჯვარში მომხდარი სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა. უწყების ცნობით, დაშავებულები გადაყვანილი არიან კლინიკაში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ინფორმაცია თავდაპირველად, ჟურნალისტმა დეა მამისეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და ვიდეოც გამოაქვეყნა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოი შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები