ენმ

სააკაშვილი გლდანზე: საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალადობა არავის შერჩება

რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სხვა ოპოზიციური ჯგუფების მიმართ ხდება, იმის ზუსტი კალკია, რასაც ასლან აბაშიძე აჭარაში და ედუარდ შევარდნაძის დავალებით ლევან მამალაძე ქვემო ქართლში აკეთებდა. კარგად მახსოვს, 2003 წელს რა ისტერიკაში იყო ჩავარდნილი მაშინდელი ხელისუფლება. ისიც მახსოვს, ბათუმში დღე არ გაივლიდა, რომ ჩვენს მხარდამჭერებს თავს არ დასხმოდნენ. ვისი შეშინება უნდა ივანიშვილს? ქართველი ხალხი მშიშარა არ არის, დროა, ყველა ძლიერად დავდგეთ. საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალადობა არავის შერჩება. 

ესენი აღარ არიან პოლიტიკოსები, არამედ, კრიმინალური ბანდაა, რომელიც დღეებს ითვლის და თავის გადარჩენას ცდილობს. საქართველო ყველა მის მოქალაქეს ეკუთვნის და არა ერთ მუჭა ორგანიზებულ კრიმინალებსა და ФСБ-ს აგენტებს, რომელთაც უზარმაზარი ქონება მიითვისეს. რაც უფრო მეტი და კოორდინირებული ვიქნებით, ნაკლებად შეძლებენ ძალადობრივი ФСБ-ს გეგმის თავზე მოხვევას.

ახლა საჭიროა სიფხიზლე და მობილიზაცია, ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ, მოგიწოდებთ ჩვენი რიგების გაძლიერებისკენ. მე აღტაცებული ვარ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების გამბედაობით და ზუსტად ასეთია ენმ-ს ტრადიცია. მე ვამაყობ თქვენით.

ასე ეხმაურება საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისის საკრებულოში ენმ-ს წევრზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმას.

კომენტარები