22 სექტემბერს თეირანში 1980 წლის ერაყთან ომის 43-ე წლისთავისთვის მიძღვნილ აღლუმზე ახალი ტიპის "მოჰაჯერ-10" სამი დრონი წარადგინა.
ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ეს არის "მსოფლიოში ყველაზე შორი მანძილის მქონე" დრონი.
არსებული ინფორმაციით, მოჰაჯერ-10-ის უპილოტო საფრენ აპარატს შეუძლია 24 საათი ფრენა და 2 000 კილომეტრის დაფარვა. მას ასევე შეუძლია 300 კილოგრამის გადატანა, რაც მის წინა მოდელზე, Mohajer-6-ზე ორჯერ უფრო მეტია.
ირანის ისლამურმა სახელმწიფომ ახალი დრონის შექმნის შესახებ პირველად ინფორმაცია აგვისტოში გაავრცელა.





