რუსეთი-ბელარუსი

რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს იწყებენ

ბელარუსი და რუსი სამხედროები ერთობლივ წვრთნებზე
ვიქტორ ტოლოჩკო

ბელარუსის თავდაცვის მინისტრის თანაშემწე საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის საკითხებში, ვალერი რევენკო აცხადებს, 22-26 სექტემბერს რუსეთში სამხედრო წვრთნები გაიმართება.

როგორც ვალერი რევენკო აღნიშნავს, დღეს ბელარუსსა და რუსეთს შორის სამხედრო ალიანსი ორივე სახელმწიფოს შემდგომი განვითარების აუცილებელი პირობაა.

"ბელარუსისა და რუსეთს შორის სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში ურთიერთკავშირი ყოველთვის ნაყოფიერად ვითარდებოდა. დღეს სამხედრო ალიანსი ორივე სახელმწიფოს შემდგომი განვითარების აუცილებელი პირობაა. რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობა სტრატეგიულ დონეზე წელს გაგრძელდება. დაგეგმილია 150-ზე მეტი ერთობლივი ღონისძიების გამართვა სხვადასხვა მიმართულებით". - ამბობს ვალერი რევენკო.

ამავდროულად, ვალერი რევენკომ ისაუბრა რუსეთთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან გაღრმავებაზე საკავშირო სახელმწიფოს თავდაცვითი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. მისი თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების ფონზე.

კომენტარები