ირანი

ირანის პარლამენტმა ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის შესახებ გამკაცრებული კანონი მიიღო

Maziar Motamedi

ირანის პარლამენტმა ჰიჯაბისა და სიწმინდის შესახებ ახალი კანონპროექტი მიიღო, რომელიც ისლამური დრესკოდის დარღვევის შემთხვევაში ქალებისთვის თავისუფლების 10-წლიან აღკვეთას ითვალისწინებს

დეპუტატებმა კანონი საცდელი სახით სამწლიანი ვადით დაამტკიცეს. კანონპროექტს მხარი 152-მა დაუჭირა, 34 შეეწინააღმდეგა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა.

ამასთან, ქვეყანამ 70-ზე მეტი საკანონმდებლო ნორმით სხვადასხვაგვარი ჯარიმა შემოიღო. კანონით განსაზღვრულია ფულადი სახის ჯარიმები ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისათვის. ბიზნესისა და ბიზნესმენთათვის ეს ჯარიმები კიდევ უფრო გამკაცრებულია. 

გარდა ამისა, კანონი მთავრობას, სამხედრო ორგანიზაციებს და სასამართლოს ადამიანების მიერ ჰიჯაბის წესების დაცვის უზრუნველყოფას ავალდებულებს. 

კომენტარები