პოლონეთი-უკრაინა

პოლონეთი უკრაინის შეიარაღებით მომარაგებას ჩვეულებრივ გააგრძელებს

Jacek Marczewski/Agencja Wyborcza.pl via Reuters

პოლონეთის პრემიერმინისტრის კანცელარიის მდივანმა, პიოტრ მიულერმა თქვა, რომ პოლონეთის მთავრობა გააგრძელებს უკრაინისთვის გეგმით გათვალისწინებული სამხედრო დახმარების მიწოდებას. მისი თქმით, უკვე არსებული კონტრაქტები ბოლომდე შესრულდება. 

"რაც შეეხება შეიარაღების მიწოდებას, მე შემიძლია გითხრათ, რომ პოლონეთი უკვე დადებულ შეთანხმებებს იარაღის მიწოდების შესახებ აუცილებლად შეასრულებს. ეს არის მათ შორის პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დადებული უდიდესი კონტრაქტი 1989 წლიდან დღემდე, რომელიც მოიცავს Krab-ის ტიპის თვითმავალ ჰაუბიცებს" - თქვა მიულერმა. 

პიოტრ მიულერმა  ასევე დააზუსტა, რომ უკრაინისთვის "საერთაშორისო დახმარების ჰაბი" ისევ აგრძელებს მუშაობას პოლონეთში. 

კომენტარები