ეროვნული ბანკი

რა ხდება "ღია ბანკინგზე" – თენგო კირთაძის კომენტარი

პარტია ფედერალისტების წევრის, თენგო კირთაძის მოსაზრებით, "ღია ბანკინგი" (Open Banking - ევროპის კავშირის დირექტივით PSD2  შემუშავებული ფინანსური სერვისის ახალი მოდელი) პრობლემა არაა.  

"მისი ძირითადი დანიშნულება ფინანსურ სექტორში ინოვაციის და კონკურენციის წახალისებაა.  ის არც SWIFT-ის ალტერნატივაა,  უბრალოდ ტექნიკურად ვერ იქნება, რადგან პირველი შიდა ფინანსურ სისტემებს ეხება, მეორე (SWIFT) კი საერთაშორისო ბანკთაშორის გადარიცხვებს ახორციელებს. 


შესაბამისად პანიკა რომ "რეჟიმი SWIFT იდან გათიშვისთვის ემზადება და მალე Temu-დან ვერაფერს გამოვიწერთ" უსაფუძვლოა. 

რა ხდება სინამდვილეში? 

ივანიშვილის დეპუტატი ვინმე ვ. თურნავა რომელმაც გუშინ ღია ბანკინგის თემა წამოწია და რომელიც შემთხვევით 

ა) პირველი არასაბანკო კომპანია, რომელზეც ეროვნულმა ბანკმა ღია ბანკინგის ლიცენზია გასცა Keepz-ია (შპს "ქიფზ.მი") დამფუძნებლებია


ბ) ამ ლიცენზიის გამცემი ინსტიტუტის პრეზიდენტის = ივანიშვილის ეროვნული ბანკირი = ქართული დიფსტეიტის დედოფალი ნ. თურნავას ახლო ნათესავია 


გ) keepz international ში პაპუნა ლეჯავას პარტნიორია რომელიც თავის მხრივ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ბრძანდებოდა და ნ. თურნავას მიერ ფარცხალაძისთვის სანქციების არიდების მიზნით საგამონაკლისო წესის შემოღების შემდეგ რეპუტაციული ზიანის აცილების სურვილით თანამდებობიდან გადადგა თუმცა როგორც იკვეთება "la familia"-სგან შორს მაინც არ წასულა. 

ხოდა "კარგი საქმის სამსახურში" მილიონიანი ბაზრის ათვისება მიმდინარეობს, ქოცურ-ჯიგრულად. 

რა ნეპოტიზმი, რა ქომფლაიენსი, რა ინტერესთა კონფლიქტი ან პოტენციური კონფლიქტი.  ყველაფერი სრულდება ქოცური სტანდარტით, არ ინერვიულოთ" - წერს კირთაძე. 

ეროვნული ბანკის განცხადებით, "დეზინფორმაციაა, თითქოს საქართველოში საგადახდო სისტემების - VISA და MASTERCARD-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება". სებ-ის განმარტებით, მსოფლიო ბანკთან ერთად მუშაობენ მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის პროექტზე და ეს სისტემა 2026 წლის მეორე ნახევრიდან ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ვიცეპრეზიდენტის, ეკატერინე გალდავას თქმით, ეროვნული ბანკი მუშაობს პროექტზე, რომელიც ლარის გადარიცხვებზე VISA-ს და Mastercard-ის გავლენას შეამცირებს. ამის შესახებ მან 27 მარტს საპარლამენტო სხდომაზე ისაუბრა. ეკატერინე გალდავას თქმით, ეს პროექტი ამჟამად განხილვის სტადიაშია და მას მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება.

კომენტარები